ENG


2019 წლის საგრანტო კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის

6 / 06 / 2019

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიეორ ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისთვის 2019 წლის საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზანი

ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური

დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე

ინდივიდუალური კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.

საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე

ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge

ტელ: 293-68-80

ოთახი 807





шаблоны для dle 11.2