თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე 2019 წლის 4 ივნისს გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ნინო ნანობაშვილის საჯარო ლექცია - „მიქელანჯელოს მნიშვნელობა ფლორენციის ხელოვანთა აკადემიაში და ალესანდრო ალორის დავიწყებული სურათი“.
მოხსენება შეეხებოდა მიქელანჯელოს მემკვიდრეობის მნიშვნელობას და აგნოლო ბრონძინოს მოსწავლის, ალესანდრო ალორის სურათს - „ქრისტე წმინდა კოსმას და დამიანეს შორის“, რომელიც ფლორენციის ხელოვანთა აკადემიის პერიოდში არსებულ, მრავალ აქტუალურ თემას ეხმიანება.
шаблоны для dle 11.2