ENG


მე-4 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ხელოვნება, ისტორია, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“.

17 / 06 / 2019

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით 2019 წლის 27-28 სექტემბერს, იგეგმება მე-4 საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება თემაზე: „ხელოვნება, ისტორია, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“.

კონფერენცია ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 21-30 სექტემბერს დაგეგმილი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიის ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის სფეროებში არსებული საკითხების განხილვაში, რეალური გამოწვევების დაძლევაში, პროფესიულ განვითარებაში, მოსაზრებების გაზიარებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მათ შესწავლაში.

კონფერენციის თანაორგანიზატორია თსს აკადემია.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს: halc.ibsu.edu.ge

шаблоны для dle 11.2