ENG


კონკურსი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

26 / 06 / 2019

 
სსიპ - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე (ოთხი წლის ვადით).
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
 
პირადი განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.
პერსონალური ინფორმაცია (CV)
პირადობის მოწმობის ასლი.
ოთხი ფოტოსურათი (3X4)
განათლების (ბაკალავრი/მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული) ან/და სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი საბუთების დედანი ან კანონმდებლობის შესაბამისადდამოწმებული ასლი (უპირატესობა ენიჭებათ ჰუმანიტარულ მეცნიერებებისა და ხელოვნებათმცოდნეობის სფეროს სპეციალისტებს).
სამუშაო სტაჟისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები:
დოქტორანტის შემთხვევაში აღნიშნული მიმართულებით, იგივე ან ანალოგიურ პოზიციაზე პრაქტიკული საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მაგისტრის (მაგისტრთან გათანაბრებული) შემთხვევაში აღნიშნული მიმართულებით, იგივე ან ანალოგიურ პოზიციაზე პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურბრლი დოკუმენტი.
კულტურის სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და განვითარების ხედვა.
პრეტენდენტებს დამატებით შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელსაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთები მიიღება 25 და 26 ივლისს 10:00-დან 17:00 საათამდე.
მისამართი: ქ.თბილისი, ზუბალაშვილების ქ.47 თსსა კანცელარია. საკონტაქტო პირი - ლანა მანაგაძე.
 
საკონკურსო განაცხადი ბარდება დალუქული კონვერტით. კონვერტზე დაფიქსირებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი და გვარი .
საკონკურსო განაცხადების განხილვა მოხდება 29 ივლისს.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება აკადემიის ვებგვერდზე არაუგვიანეს 30 ივლისისა.шаблоны для dle 11.2