|
გამოცხადდა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები: · სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა რესგიტრაცია 2019 წლის 9 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით; · გამოცდა უცხო ენაში 2019 წლის 4-5 სექტემბერი; · სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცდა/გამოცდები სპეციალობაში 2019 წლის 9-10 სექტემბერი; · გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 2019 წლის 13 სექტემბერი · სააპელაციო განცხადებების მიღება 2019 წლის 17-19 სექტემბერი · გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება, მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება და რექტორის ბრძანების გამოცემა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე 2019 წლის 25-26 სექტემბერი · მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 1. განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე 2. ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი 3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 4. 2 ფოტოსურათი (CD)-ზე ჩაწერილი 5. სამხედრო აღრიცხვის საბუთი (ვაჟებისთვის) დამატებით: · სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ გამოცდის საფასურის 20 ლარის გადახდის ქვითარი და პორტფოლიო. გადახდა უნდა მოხდეს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგი რეკვიზიტების მითითებით: სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი - TRESGE22 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708917289 · არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა ყველა საჭირო საბუთთან ერთად უნდა წარმოადგინონ: პორტფოლიო, CV, სამოტივაციო წერილი (2 -დან 5 გვერდამდე), დახასიათება ( პედაგოგის ან სამუშაო ადგილიდან ). დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: არქიტექტურის ფაკულტეტი: 2 30 66 69 დიზაინის ფაკულტეტი: 293 68 79 მედიახელოვნების ფაკულტეტი: 293 29 72 სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 293 48 64 რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი: 2 999 216; სასწავლო პროცესის მართვის სამსახური: 293 68 89 ბრძანება |