|
9 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი - კლაუდია როთი თანმხლებ პირებთან ერთად ესტუმრა. სტუმრებს სამხატვრო აკადემიის რექტორმა - გიორგი გუგუშვილმა, კანცლერმა - კახა ტრაპაიძემ და ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უმასპინძლეს. ვიცე-პრეზიდენტი სამხატვრო აკადემიის ისტორიით დაინტერესდა. სტუმრებმა რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
|