ENG


საქართველოს მასშტაბით ბელვედერების მოწყობა ...

31 / 07 / 2019

 
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ სტუდენტურ კონკურსში, საპროექტო წინადადებით - "საქართველოს მასშტაბით ბელვედერების მოწყობა", 30.07.2019 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ. საუკეთესო პროექტისათვის თსსა საბაკალავრო საფეხურის მე IV კურსის სტუდენტებს ტატა ზაქარაიასა და გიორგი ევსიას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა გიორგი შენგელიამ გადასცა საჩუქრები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აუწყა მათი სამომავლო ჩართულობა წინასაპროექტო სამუშაოებში.

დაჯილდოება გაიმართა მშენებელთა ასოციაციაში, ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი ბატონი ნოდარ ამაშუკელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონი არჩილ ფრანგიშვილი, ამავე უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი ნინო იმნაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლობითი ნაწილი გენერალური დირექტორის ბატონი გიორგი შენგელიას ხელმძღვანელობით.

ვულოცავთ სტუდენტებს წარმატებას და მივესალმებით ასეთი ტიპის კონკურსების ჩატარებას, რაც შესაძლებლობას აძლევს მომავალ არქიტექტორებს, ქალაქთმშენებლებს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები რეალობად აქციონ!шаблоны для dle 11.2