ENG


არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

19 / 08 / 2019

 

არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე
სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

არქიტექტურის ფაკულტეტი 2019-2020 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამების შემდეგ მიმართულებებზე:
1. სამოქალაქო არქიტექტურა --პროგრამის ხელმძ. პროფ. გ. ბათიაშვილი
2. ურბანული არქიტექტურა --პროგრამის ხელმძ.პროფ. ნ. ქუთათელაძე
3. ლანდშაფტური არქიტექტურა--პროგრამის ხელმძ.პროფ. გ ბათიაშვილი
4. ფერი და განათება არქ. დიზაინში--პროგრამის ხელმძ. მოწ. პროფ. თ. ჯორჯაძე
5. ინტერიერის დიზაინი--პროგრამის ხელმძ. პროფ. ლ.ჩლაიძე

თსსა-ს არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მიღების პირობები:

ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აბიტურიენტს ეძლევა უფლება აირჩიოს ერთდროულად რამდენიმე სამაგისტრო პროგრამა და შემოიტანოს შესაბამისი საბუთები, კერძოდ:
1. პორთფოლიო (საკურსო, სადიპლომო და სხვა შემოქმედებითი ნამუშევრები - რაოდენობა 15-20 გვერდი)
2. ბაკალავრის დიპლომი (ან ასლი), დიპლომის დანართი, ან ცნობა და ნიშნების ფურცელი.
3. CV
4. მოტივაციის წერილი (2-5 გვერდი)
5. დახასიათება (პედაგოგის ან სამუშაო ადგილიდან)
6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი 3X4

გარდა ამისა, სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აბარებს გამოცდას უცხო ენაში.

დამატებითი ინფორმაცია

шаблоны для dle 11.2