ENG


პირველკურსელთა საყურადღებოდ!!!

4 / 09 / 2019

 

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საბაკალავრო
საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია შესაძლებელია 2019 წლის 9 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით.
სთ: 10:30 – 17:00
შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილის ქ. 47

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

● პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის
მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით
დამოწმებული თარგმანი;
● სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი).
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
● სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ
ვაჟებისთვის).
● გადახდის ქვითარი (სრული თანხის 50% - 1125 ლარი)
● 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

სასწავლო პროცესი პირველკურსელთათვის დაიწყება 2019 წლის 1 ოქტომბერს.

პირველკურსელთა სიები შიდა დაფინანსებით გამოქვეყნდება პარასკევს, 6 სექტემბერს

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები:

(ნებისმიერი ბანკიდან!)
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289

шаблоны для dle 11.2