ENG


ახალგაზრდა მხატვრების და სტუდენტების ფესტივალი დრეზდენში.

4 / 09 / 2019

 
დრეზდენი და ფესტივალი Palais Sommer თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მხატვრებს უკვე 6 წელია მასპინძლობს. პროექტი ხორციელდება დრეზდენში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ბატონი ალეკო ადამიას მხარდაჭერითა და ინიციატივით. წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების სტუდენტები, ნატალია ლაშხი და ნანა გოგოლაშვილი, რომლებმაც მოიპოვეს ალეკო ადამიას სტიპენდია, 2019 წლის აგვისტოს განმავლობაში თავიანთ ხელმძღვანელებთან - ბექა საყვარელიძესა და მარიამ შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ დრეზდენში, ალეკო ადამიას მიერ დაარსებულ სივრცეში, რაც გულისხმობს იზოლირებულ სახელოსნოებსა და საცხოვრებელს თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისათვის. ერთი კვირის განმავლობაში შეიქმნა ნამუშევრები, რომლებიც 19 აგვისტოს გამოიფინა ფესტივალის Palais Sommer ფარგლებში არსებულ წითელ კედელზე წარმატებულ გერმანელ მხატვრებთან ერთად. 24 აგვისტოს ჩატარდა კონკურსი, სადაც პუბლიკამ გამოავლინა „კანალეტოს“ პრიზის მფლობელი ნამუშევარი, რომლის ავტორიც გერმანელიმხატვარი - რიტა გეისლერი გახლავთ. გამოფენა „კულტურა/სინქრონში“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი მხატვრებისათვის, ნატალია ლაშხისა და ნანა გოგოლაშვილის ნამუშევრები შეიძინა ფესტივალის Palais Sommer ფონდმა, ხოლო ბექა საყვარელიძისა და მარიამ შაქარაშვილის ფერწერული ტილოები კოლექციონერმა ექიმმა დიტმარმა. სტუდენტებს სტიპენდიის ფარგლებში გადაეცათ ყველა საჭირო სამხატვრო მასალა, ისინი ეწვივნენ დრეზდენის თითქმის ყველა მუზეუმსა თუ შთამბეჭდავ ადგილს. ალეკო ადამიას სტიპენდიის ფარგლებში ყოველ წელს შეირჩევა ორი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი და მაგისტრატურის ორივე კურსიდან.шаблоны для dle 11.2