|
2019 წლის 28 აგვისოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ირანში, ქალაქ თავრიზში, ჩატარდა მე-10 საერთაშორისო ფორუმი: "აბრეშუმის გზის ქვეყნების ურბანული განვითარება და კონსერვაცია", სადაც სამხატვრო აკადემიის, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანი ნანა იაშვილი და მისი მოადგილე ეკა ჩიგოგიძე ვიზიტით იმყოფებოდნენ. საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ნანა იაშვილმა, როგორც სპეციალური მოწვევის სპიკერმა, წარადგინა მოხსენება - "Cultural heritage, as the country’s historical development". ფორუმს მასპინძლობდა ქალაქ თავრიზის მუნიციპალიტეტი - ვიცე მერის პატრონაჟით. რაც შეეხება თავად ფორუმის ისტორიას: იაპონიის არქიტექტურულმა ინსტიტუტმა (AIJ) 1999 წლიდან, ურბანული განვითარების და კონსერვაციის სფეროში დაიწყო მთელი რიგი საერთაშორისო პროგრამების განხორციელება. ერთ-ერთი იყო 2003 წელს - აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში ისტორიული ქალაქების ურბანული განვითარების და კონსერვაციის სემინარი, რის შემდეგ დაინტერესებულ ინსტიტუტებს შორის ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთობა, რაც დღემდე გრძელდება. სემინარების მიზანია, ქვეყნებს შორის პარტნიორობის განმტკიცება და საერთაშორისო პლატფორმის შექმნა, რომელიც შეიმუშავებს სტრატეგიას, აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში გარემოს შენარჩუნების მიზნით. აღნიშნულ პოლიტიკურ ფორუმს წარმატებით უმასპინძლეს: სტამბულში (2010 წელს), ჰამადან-თეირანში (2015 წელს) და სამარა-მოსკოვში (2017 წელს). ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ 2021 წლის კონფერენციის მასპინძელ ქვეყანად საქართველო დასახელდა. |