ENG


გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ...

1 / 10 / 2019

 
27-28 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“.

კონფერენცია მოიცავდა შემდეგ საკითხებს: კულტურათაშორისი დიალოგის ისტორია, ქალაქები და მოგზაურობა, პოლიტიკის ისტორია, ემოციების, ჩვევების, ცხოვრების სტილის ისტორია, მულტიკულტურალიზმი; კულტურული ცვლილებები; მასობრივი კულტურა; კულტურული ანთროპოლოგია, პოპულარული კულტურა, კლასიკური ხელოვნება თანამედროვე ხელოვნება ვიზუალური ხელოვნება. ასევე - თანამედროვე ლიტერატურა, შედარებითი ლიტერატურა, საბავშვო ლიტერატურა და სხვა. კონფერენციას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.

იბსუსთან ერთად, კონფერენციის მხარდამჭრები იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.шаблоны для dle 11.2