ENG


ფონდი აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსს

7 / 10 / 2019

 
კონკურსის მიზანი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების შესწავლა-ანალიზი, კვლევის შედეგების გავრცელება (დისემინაცია), სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, მათი ჩართვა კვლევაში, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.

საპროექტო განაცხადი ტიპი    -  ინსტიტუციური

ჯგუფური კონსულტაციები გაიმართება ფონდში: 
10 ოქტომბერი - 12:00 საათი
23 ოქტომბერი -16:00 საათი
ინდივიდუალური კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს; საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე. ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge
шаблоны для dle 11.2