ENG


ფონდი აცხადებს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

7 / 10 / 2019

 

კონკურსის მიზანი

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების შესწავლა - ანალიზი, კვლევის შედეგების გავრცელება (დისემინაცია), სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება, კვლევის პროცესის ინტეგრაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდა მათი ჩართვით კვლევაში, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.

საპროექტო განაცხადი ტიპი    -  ინსტიტუციური

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  

ფონდში გაიმართება ჯგუფური კონსულტაციები: 

11 ოქტომბერი - 16:00 საათი

21 ოქტომბერი -16:00 საათი

ინდივიდუალური კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს; საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე. ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.geшаблоны для dle 11.2