ENG


ერასმუს მობილობის კონკურსი ესპანეთის, ქ. კასტელონის ხელოვნების სკოლაში (ინტერიერის მიმართულება)

7 / 10 / 2019

 
ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი  ესპანეთის, ქ. კასტელონის ხელოვნების სკოლაში http://www.easdcastello.org/, ქ. ვალენსიასთან ახლოს,     ინტერიერის მიმართულების  საბაკალავრო საფეხურის მე-3 ან მე-4 კურსის ერთი სტუდენტის გასაგზავნად ერთი სემესტრით, 2020 წლის საგაზაფხულო სემესტრში. სწავლა ესპანურადაა, თუმცა სტუდენტი სურვილის მიხედვით აირჩევს  პრაქტიკულ (არა თეორიულ) საგნებს, და იმუშავებს/ისწავლის ინგლისურენოვან პროფესორებთან. სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

კონკურსის შედეგად თსსა წარადგენს რამდენივე სტუდენტის პორტფოლიოსა და  CV-ს, ესპანური მხარის ბორდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და აარჩევს მობილობის სტუდენტს.

გთხოვთ წარმოადგინოთ პორტფოლიო და CV.  
დედლაინი 15 ნოემბერი. 
საკონტაქტო პირი:  ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge

шаблоны для dle 11.2