|
8 ოქტომბერს, სამხატვრო აკადემიის - არქიტექტურის ფაკულტეტზე გაიმართა ჩვენი კურსდამთავრებულის, ალექსანდრე ანდღულაძის საინტერესო შეხვედრა სტუდენტებსა და პროფესორებთან. ამჟამად სანდრო მოღვაწეობს დანიის ერთ-ერთ წამყვან არქტიტექტურულ კომპანია 3XN-ის, საკონკურსო ფოკუს ჯგუფში, მსოფლიო მასშტაბის პროექტებზე. სანდრომ წარადგინა პროექტების საპრეზენტაციო ნაწილი, სადაც სამუშაო პროცესის ეტაპებზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა ქვეყნის ამოცანებსა და მომავლის გამოწვევებზე არქიტექტურაში. უნდა აღინიშნოს სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი ქართველი წარმატებული კურსდამთავრებულების მიმართ. თსსა არქიტექტურის ფაკულტეტი, საერთაშორისო პროექტების განხორციელების ფარგლებში ასეთი ტიპის ბევრ საინტერესო შეხვედრას პირდება მათ. |