|
გამოფენის მონაწილეები არიან პოლონელი მხატვრები, რომლებიც თბილისში პოლონეთის საელჩოს პატრონაჟით იმყოფებოდნენ. ნამუშევრები, რომლებიც კლინიკა "ოფთალმიჯის" გალერეაში დაიხატა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის გავლენითაა შექმნილი. მხატვრებისთვის ინსპირაცია იყო საქართველოსთან ასოცირებული რამდენიმე ისტორიული ქალის სახელი - წმინდა ნინო, სიდონია, თამარ მეფე... ქალების ჯგუფი, პოლონეთის საუნივერსიტეტო სივრცის მესამე თაობას წარმოადგენს. პოლონეთი მხარს უჭერს ჯგუფს, რათა მათ განაგრძონ თავიანთი შემოქმედებითი აქტივობები და შემდეგი გაჩერება სწორედ თბილისი იყო. პოლონეთის საელჩოსთან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად, პროექტი განხორციელდა ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯის" მხარდაჭერით. მათ ქალბატონებს გამოუყვეს სამუშაო და საგამოფენო სივრცე. თბილისში ყოფნის დროს, მხატვრებს რამდენჯერმე შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი, სახვითი ფაკულტეტის დეკანი დავით ალექსიძე. ისინი დაესწრნენ აგრეთვე ვორქშოფს სახელოსნო LIFE N STYLE-ში და გაეცნენ აბრეშუმით ბეჭდვის ტექნიკას. მრავალფეროვანი და საინტერესოდ დატვირთული 5 დღე თბილისში, გამოფენა "მფარველების" გახსნით შეჯამდა! |