ENG


ღია ფოტოკონკურსი - „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.

22 / 10 / 2019

 

პროექტის „აბრეშუმის გზა - დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარება“ ფარგლებში, UNESCO აცხადებს ღია ფოტოკონკურსს - „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.
წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა".
ნამუშევრები უნდა ეხებოდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოს და კვების მრეწველობას, ტრადიციულ სპორტს და თამაშებს, მუსიკას და ცეკვას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად: 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე. ნამუშევრების მიღება წარმოებს 2020 წლის 6 იანვრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის და მასში მონაწილეობის პირობების შესახებ იხილეთ ბმულებზე:

https://unescosilkroadphotocontest.org/?fbclid=IwAR3Sdk627DDBYF8htq9l1AGwWKDB_ySZWX90mMDrwjvXCqEOgtr8zlpysIs


https://en.unesco.org/news/participate-youth-eyes-silk-roads-photo-contest-2019?fbclid=IwAR1zjsXwD0avGXhLedNDDnyjhKvbTW6_bzzp_6HJ7QOYGfflKlXxLIErF1oшаблоны для dle 11.2