ENG


ფონდი აცხადებს ,,მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო“ კონკურსს

22 / 10 / 2019

 

ფონდი აცხადებს ,,მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო“ კონკურსს
კონკურსის სახელწოდება

მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრივიატურა SPG

კონკურსის მიზანი

მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.


საპროექტო განაცხადის ტიპი ინსტიტუციური; ჯგუფური


კონკურსის ძირითადი პირობები


კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს:

ა) ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ დაარსებას, სადაც გამოჩენილი, წარმატებული მეცნიერები, მოსწავლეებს წაუკითხავენ საჯარო, სამეცნიერო/პოპულარულ ლექციებს;

ბ) სამეცნიერო/შემეცნებითი სატელევიზიო და რადიო გადაცემების მომზადებას, ან არსებულ სატელევიზიო და რადიო პროგრამებში მეცნიერების პოპულარიზაციისათვის გამიზნული სიუჟეტების სერიის ჩართვას;

გ) მიზნობრივი სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზებას;

დ) სამეცნიერო - შემეცნებითი ფილმის შექმნას;

ე) სამეცნიერო პიკნიკის/სამეცნიერო ბანაკის ორგანიზებას;

ვ) სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის (ონლაინ) გამოცემას;

ზ) მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ონლაინ ინსტრუმენტის შექმნას (ინტერაქტიული, შე­მეც­ნებითი პორტალი და სხვ.)

თ) მეცნიერების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას (პერფორ­მანსი, წარმოდგენა, პრეზენტაციების სერია, ფოტო გამოფენა და სხვ.)


კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა) წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციას ძირითად პერსონალთან ერთად;

ბ) ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

თსს აკადემიის თანამშრომლებსა და სტუდენტებს დაინტერესების შემთხვევაში კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს. საკონტაქტო პირი ქეთევან ცეცხლაძე. ელ-ფოსტა : ketevan.tsetskhladze@art.edu.ge

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე:

ttps://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondis-atskhadebs-metsnierebis-popularizatsiisatvis-miznobriv-sagranto-konkurss  

шаблоны для dle 11.2