ENG


საერთაშორისო პროექტი არქიტექტურის ფაკულტეტზე

28 / 10 / 2019

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით თსსა სივრცეში არქიტექტურის ფაკულტეტზე 2019/2020 საშემოდგომო სემესტრულ პერიოდში დაიგეგმა საპროექტო წინადადების შექმნა საგანმანათლებლო სისტემის ჩართულობით
პროექტის სახელწოდება Garden Design Restauro di Giardini
2019 წლის 30.10/02.11 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქირტექტურის ფაკულტეტზე დაგეგმილია ვორკშოპი სალექციო ნაწილით-Garden Design Restauro di Giardini, რომელსაც გაუძღვება მოწვეული სპეციალისტი იტალიიდან, ბობოლი ჯარდინის ლანდშაპტის დიზაინერი მარიაკიარა პოცანა.
პროექტი მოიცავს როგორც სტუდენტთა, ასევე პროფესორ მასწავლებლთა აუდიტორიას. ვორკშოპის ფარგლებში მოხდება სტუდენტების თანაზიარება საერთაშორისო მასშტაბის გამოცდილებასა და შესაძლებლობებთან, რომ შემდგომში მათი უნარები საუკეთესო მხრით წარმოჩინდეს და ადაპტირდეს ქალაქის ურბანულ გარემოში.
დაგეგმილი აქტივობების agenda
31/10/2019 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის ფაკულტეტი სართული VII აუდიტორია 708 დასაწყისი 11:00


шаблоны для dle 11.2