|
28 ოქტომბერს სამხატვრო აკადემიამ და საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა, დამსახურებულ არქიტექტორს - მერაბ ჩხენკელს, მრავალწლიანი პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობისათვის, არქიტექტურის რაინდის საპატიო დიპლომი გადასცა. ვულოცავთ ბატონ მერაბს 80 წლის საიუბილეო თარიღს!!! ასევე, ვულოცავთ მას - სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული წარმატებით შემდგარი პროექტის წიგნად გამოცემას. წიგნი სახელწოდებით „კახური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა“. |