|
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართული ნახატების გამოფენა - კონკურსის: „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო "-ს გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ. გამოფენა-კონკურსი, რომელიც ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში, 25 სექტემბერს ჩატარდა, ორ ნომინაციას მოიცავდა: ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი(ი.ბერიტაშვილის პორტრეტი) და 21- ე საუკუნის მეცნიერება. ჟიურის მიერ გამოვლინდნენ გამარჯვებულები: არაშენდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე - მარიამ მამისაშვილი და ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - მარიამ ბადრიაშვილი, რომელთაც სერტიფიკატები და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებმა დამატებით, წახალისების მიზნით კიდევ ორი მოსწავლის ნამუშევრები გამოარჩიეს: ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლე - ნატალი თუნიაშვილი და კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე - მარიამ გაბათაშვილი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ულოცავს მოსაწვლეებს გამარჯვებას და უსურვებს მათ წარმატებას. თსს აკადემიისგან მოსწავლეებს საჩუქრათ გადაეცათ თანამედროვე ქართველი მხატვრების ალბომები, ასევე აკადემიის პროფესორების - ანა კლდიაშვილის და ნინო ღაღანიძის სახელმძღვანელოები საგანში ხელოვნება. |