|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით თსსა სივრცეში 2019/2020 საშემოდგომო სემესტრულ პერიოდში დაიგეგმა საპროექტო წინადადების შექმნა საგანმანათლებლო სისტემის ჩართულობით პროექტის სახელწოდება ინსტალაცია ქალაქის ურბანული სივრცისათვის 2019 წლის 25.11/02.12 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქირტექტურის ფაკულტეტზე დაგეგმილია ვორკშოპი-ინსტალაციის შექმნა ქალაქის ურბანული სივრცისათვის, რომელსაც გაუძღვება მოწვეული სპეციალისტი იტალიიდან, ფლორენციის Accademia di Belle Arti di Firenze-სპროფესორი არქიტექტორ დიზაინერი ედოარდო მალაჯიჯი. პროექტი მოიცავს როგორც სტუდენტთა, ასევე პროფესორ მასწავლებლთა აუდიტორიას. სამი დღის მანძილზე 26/27/28.11.2019 დაგეგმილი პროგრამის მიხედვით ვორკშოპის ფარგლებში მოხდება სტუდენტების თანაზიარება საერთაშორისო მასშტაბის გამოცდილებასა და შესაძლებლობებთან, რომ შემდგომში მათი უნარები საუკეთესო მხრით წარმოჩინდეს და ადაპტირდეს ქალაქის ურბანულ გარემოში. დაგეგმილი აქტივობების agenda 26/11/2019 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის ფაკულტეტი სართული VII აუდიტორია 708 დასაწყისი 11:00 27/11/2019 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის ფაკულტეტი სართული VII აუდიტორია 708 დასაწყისი 11:00 28/11/2019 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის ფაკულტეტი სართული VII აუდიტორია 708 ნამუშევრების ეკსპოზიცია ვორკშოპი მოიცავს, როგორც საპროექტო სამუშაოებს ასვე საჯარო ლექციას პრეზენტაციის სახით დასკვნით დისკუსია დამსწრე საზოგადოებასთან. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებასა და თანამედროვე ასპექტების გათავისებას, რათა შემდგომში ქალაქის ურბანული გარემო განვითარდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. |