ENG


სტუდენტების საყურადღებოდ!!!

21 / 11 / 2019

 

სტუდენტების საყურადღებოდ!!!

მულტივერს არქიტექტურა იწყებს ძალიან საინტერესო პროექტს - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა, რომელში ჩართვაც შეუძლიათ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ბაკალავრიატის 1-4 კურსიდან და მაგისტრატურის 1-2 კურსიდან.

პროექტის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს:
კვლევის ობიექტის მონახულება და ფოტოგადაღება;
განსაზღვრული ობიექტის/ რელიეფის მაკეტის შექმნა;
ინფორმაციის მოძიება ელექტრონულად;
ინფორმაციის მოძიება არქივში და ბიბლიოთეკაში;
ობიექტის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ტექსტის შედგენა;
თემატური პლანშეტის შედგენა და ციფრულად დამუშავება;

ჯგუფური მუშაობა გულისხმობს ყოველკვირეულ შეხვედრებს მუას ოფისში. სასურველია დღის მეორე ნახევარში, იმგვარად რომ სტუდენტებს ხელი არ შეეშალოთ სასწავლო პროცესში. ამ შეხვედრებს ექნება საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათი. შეხვედრებზე სტუდენტები მიიღებენ განსაზღვრულ დავალებებს. კვირის განმავლობაში, ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად ან/და ჯგუფურად აგრძელებენ მუშაობას. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია თემატური ვორქშოფის მოწყობა.
პროექტი გულისხმობს სტუდენტის მოხალისეობრივ მუშაობას. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები მულტივერს არქიტექტურასგან, რომლებიც განსაზღვრავენ, რომ სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა მუას მიერ ინიცირებულ პროექტში „ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა“.
დაინტერესებული სტუდენტები გადადით მითითებულ ბმულზე რეგისტრაციისთვის!
რეგისტრაციის ბოლო ვადა 24 ნოემბრი!
 https://forms.gle/AYA84NZMZMB5gvv19
595 956 659


шаблоны для dle 11.2