ENG


სტუდენტების საყურადღებოდ!!! შეხვედრა კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით

27 / 11 / 2019

 

27 ნოემბერს,15 საათზე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის გაიმართება შეხვედრა კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.

თქვენ მიიღებთ ინფორმაციას რეალური ვაკანსიების შესახებ.

დაინტერესებული სტუდენტები:

დატოვებთ თქვენს რეზიუმეს და ჩაეწერებით დასაქმების მსურველთა განახლებულ ბაზაში
გაეცნობით იმ კარიერულ სერვისებს, რომლებიც დაგეხმარებათ შრომით ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში იყოთ წარმატებულნი.
გაეცნობით იმ სტანდარტებს, რომლითაც თანამშრომლების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობენ დამსაქმებლები, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან.

დისკუსია დაგვეხმარება სტუდენტების სურვილებისა და საჭიროების გათვალისწინებით, სწორად დავგეგმოთ საკარიერო ცენტრის სამომავლო გეგმები.

თარიღი - ოთხშაბათი, 27 ნოემბერი
დრო - 15:00 საათი
ადგილი - სამხატვრო აკადემია, აუდიტორია 408
კონტაქტი - 551 38 55 44

шаблоны для dle 11.2