ENG


ილიკო ზაუტაშვილის გამოფენა „როგორ დავეწიოთ მკვდარ კურდღელს“

27 / 11 / 2019

 

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოადგინა მხატვრის, სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგის - ილიკო ზაუტაშვილის გამოფენა „როგორ დავეწიოთ მკვდარ კურდღელს“. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მეტწილად 2019 წელსაა შექმნილი და ხელოვნების ენით, მხატვრის მიმდინარე განწყობებს, მისი სააზროვნო და საარსებო სივრცის თავისებურებებს წარმოაჩენს.

„ხელოვნება რომელსაც მე ვეძებ, პოლარულ მოვლენებს შორის ჩნდება და გლობალურ თემებს ეხმაურება. დამოუკიდებლობა და თავისუფლება სწორედ ის პირობებია, რომელზეც პიროვნების და საზოგადოების ურთიერთობა უნდა აიგოს. ხელოვნება რეალობასთან შეხების და ახალი იდეების გამოვლენის საშუალებაა. ჩემი მიზანი ახალი მნიშვნელობების აღმოჩენაა, რომელიც ცხოვრების დაფარულ და პარადოქსულ კონტექსტს ავლენს“ - ამბობს მხატვარი.

პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და კოორდინაციით.

шаблоны для dle 11.2