ENG


ედოარდო მალაჯიჯის მასტერკლასი

3 / 12 / 2019

 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სივრცეში არქიტექტურის ფაკულტეტზე 26/27/28 ნოემბერს ჩატარდა მასტერკლასი ვორკშოპით, რომელსაც გაუძღვა მოწვეული სპეციალისტი იტალიიდან, ფლორენციის Accademia di Belle Arti di Firenze-ს პროფესორი არქიტექტორ-დიზაინერი ედოარდო მალაჯიჯი. პროექტის ოფიციალური გახსნის ნაწილს დაესწრო და სიტყვით მიმართა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს იტალიის საელჩოს წარმომადგენელმა მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლა იორიომ. გახსნას ასევე ესწრებოდნენ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი ნოდარ ამაშუკელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო ასათიანი. პროცესის დროს შეიქმნა საპროექტო წინადადება ინსტალაცია ქალაქის ურბანულ გარემოში. სტუდენტების მიერ შერჩეულ იქნა ქართული ღვინის ქვევრის ფორმა, რომელიც მაიდენტიფიცირებელი იქნებოდა საქართველოსთან და ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისათვის მარტივად დამახსოვრებადი გახდებოდა მომავალში. ვორკშოპის ფარგლებში მოხდა სტუდენტების თანაზიარება საერთაშორისო გამოცდილებასა და შესაძლებლობებთან, პროექტის ავტორები ვიმედოვნებთ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებასა და თანამედროვე ასპექტების გათავისებას.шаблоны для dle 11.2