16 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის - Salzburg University of Applied Sciences პროფესორი, დიზაინის და პროდუქტის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი Marcus Schranzer ესტუმრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო ერასმუს თანამშრომლობას დიზაინის ფაკულტეტებს შორის. სტუმარს უმასპინძლეს დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა - თინათინ კლდიაშვილმა და საერთაშორისო განყოფილების უფროსმა, ერასმუს პროგრამების კოორდინატორმა - მაია ყიფიანმა. სტუმარმა დაათვალიერა ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სამხატვრო აკადემიის - დიზაინის ფაკულტეტის, ტექსტილის დიზაინის ექსპერიმენტალური-კვლევითი ლაბორატორია "ლურჯი სუფრები“.
шаблоны для dle 11.2