ENG


2020/2021 სასწავლო წლისათვის ცხადდება საგრანტო კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

21 / 01 / 2020

 

2020/2021 სასწავლო წლისათვის ცხადდება საგრანტო კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის “Ernst Mach Grant for studying at an Austrian university of applied sciences (Fachhochschule)”

გრანტი მოიცავს სასწავლო პროგრამის მინიმუმ 3, მაქსიმუმ 10 თვიან დაფინანსებას ავსტრიის ქალაქ გრაცის უნივერსიტეტში.

საკონკურსო პირობის პირველი ეტაპი: კონკურსში მონაწილე სტუდენტმა წარმოადგინოს ფაკულტეტის საბჭოზე სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე), პორტფოლიო (აწყობილი საკურსო ნამუშევრების ჩვენებით, ეტაპობრივ ზრდასთან ერთად) deadline 31/01/2020

საკონკურსო პირობის მეორე ეტაპი: მოიაზრებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის მიერ შერჩეული სტუდენტის წარდგინებას პარტნიორ უნივერსიტეტთან ავსტრიაში, საიდანაც შემდგომ ავსტრიის სამინისტროსთან მოხდება საგრანტო ნომინაციაზე სტუდენტის დასახელება. deadline 10/02/2020

საკონკურსო პირობის მესამე ეტაპი: გრანტისთვის დასახელებული სტუდენტის მიერ ელექტრონული აპლიკაციის შევსების მომზადება თანდართული დოკუმენტაციით.deadline 1/03/2020

საკონტაქტო პირი:
ნესტან წიკლაური
არქიტექტურის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის ხელმძღვენელი

шаблоны для dle 11.2