|
საქართველოს მთავრობის - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესის დაწყება კვლავ გადაიდო. დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე გადადებულია 1 აპრილამდე. ნებისმიერ ცვლილებაზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ოპერატიულად. გთხოვთ, ადევნოთ თვალი სამხატვრო აკადემიის ფეისბუქ გვერდს და ოფიციალურ ვებ-გვერდს.
|