ENG


აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმსწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

24 / 03 / 2020

 
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმსწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საყურადღებოდ!!!


გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით, თბილისის სამხატვრო აკადემია სალექციო პროცესს ანახლებს დისტანციური სწავლების პირობებზე.

თსსა ყველა სტუდენტისთვის შექმნილია კორპორატიული ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლებიც გახსნილია Google-ის პლატფორმაზე. ელექტრონული ფოსტის მისამართები, სტუდენტებს დაგეგზავნებათ emis.art.edu.ge-ს მეშვეობით - მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

ელექტრონული სწავლებისთვის, სამხატვრო აკადემია, სტუდენტებთან დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ გამოიყენებს Zoom-ის აპლიკაციას და ელექტრონულ სასწავლო პროგრამას emis.art.edu.ge

ამავდროულად, სამხატვრო აკადემია, ინფორმირებისთვის დამატებით გამოიყენებს Google-ის სერვისებს, რომლის შესახებ ინსტრუქციებიც სტუდენტებს, დაგეგზავნებათ emis.art.edu.ge-ს და კორპორატიულ ელექტრონულ მისამართებზე. 

განცხადებებით მომართვა ნებისმიერ საკითხზე  შეგიძლიათ თქვენი ფაკულტეტების ან/და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ელექტრონულ მისამართებზე:

სასწავლო პროცესის მართვის სამსახური - Study.Department@art.edu.ge    

არქიტექტურის ფაკულტეტი - Architecture.faculty@art.edu.ge

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი - FineArt.faculty@art.edu.ge

რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი - Arthistory.faculty@art.edu.ge

დიზაინის ფაკულტეტი - Design.faculty@art.edu.ge

მედია ხელოვნების ფაკულტეტი - MediaArts@art.edu.ge

შეგახსენებთ, რომ თსსა სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 595 49 14 24

 шаблоны для dle 11.2