ENG


რუსთაველის ფონდი მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ბაზა ელსევიერ-თან ერთად ვებინარების სერიას იწყებს

27 / 04 / 2020

 


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მსოფლიოს წამყვან საგამომცემლო სახლთან, ,,ელსევიერთან’’ ერთად იწყებს ვებინარების სერიას  “ელსევიერის”  სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებით. ვებინარები გაიმართება მიმდინარე წლის აპრილისა და მაისის თვეში და მოიცავს სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ თემატიკას, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებისგან დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს.

ვებინარებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოიყენოთ BrightTalk-ის პლატფორმა.

ვებინარების ჩატარების განრიგი იხილეთ ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს. საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე ; ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge 



шаблоны для dle 11.2