ENG


განცხადება პროგრამა ერაზმუს+ მობილობების შესახებ!

21 / 06 / 2020

 

კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის პირობებში, თსს აკადემიის - საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, ფაკულტეტების ხარისხის მართვის უზრუნველყოფის სამსახურებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზე იმყოფება იმ სტუდენტებთან, ვისი მობილობაც ევროპულ უნივერსიტეტებში, ფორს-მაჟორულად შეწყდა. ასევე იმათთან, ვინც ევროპაში დარჩნენ და დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთნენ. სამხატვრო აკადემია უძღვება სტუდენტთა მიერ ევროპულ უნივერსიტეტებში აღებული კრედიტების მიღებისა და აღიარების პროცედურას.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, თსს აკადემიამ, ერასმუს პარტნიორ უნივერსიტეტებთან შეთანხმების საფუძველზე, ა.წ. შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა ერასმუს გაცვლითი მობილობები 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გადადო. შესაბამისად, პარტნიორი უნივერსიტეტების მოთხოვნის შემთხვევაში, თსსა ფაკულტეტების მხრიდან სტუდენტთა ნომინირების პროცესი ა.წ. 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე შედგება

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი მობილობები, რომლებიც დაგეგმილი იყო ა.წ. გაზაფხულის სემესტრში, განიხილება ყოველი ცალკეული შემთხვევის სახით. მობილობები შესაძლოა შედგეს ა.წ. შემოდგომის სემესტრში, ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტის თანხმობის და კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის არარსებობის შემთხვევაში

ა.წ. ივლისის დასაწყისში, თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება მიიღებს ოფიციალურ ინფორმაციას - სტუდენტთა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი მობილობების ახალი დაფინანსების შესახებ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში

шаблоны для dle 11.2