|
სტიპენდია გულისხმობს: დრეზდენის საერთაშორისო გამოფენა „კულტურა-სინქრონში“ მონაწილეობის მიღებას, სახელოსნოსა და პლენერზე მუშაობას, საცხოვრებელი ბინითა და სამხატვრო მასალებით უზრუნველყოფას, ქალაქის უმნიშვნელოვანეს მუზეუმებსა და გალერეებში ვიზიტს. სტიპენდია არ ფარავს მგზავრობის და კვების ხარჯებს. პროექტის ხანგრძლივობა 17.07.2020 – 23.08.2020 ნამუშევრების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: I - გადმოგვიგზავნეთ 5-10 ნამუშევარი ფოტოს სახით, CV, თქვენი სურათი და საკონტაქტო ნომერი ელექტრონული ფოსტის საშუალებით. II - სავარაუდო კანდიდატების შერჩევის შემდეგ ნამუშევრებს მოვინახულებთ პირადად. სტუდენტების ნამუშევრებს შეარჩევენ: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი გია გუგუშვილი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით ალექსიძე, დრეზდენის საერთაშორისო გამოფენა „კულტურა.სინქრონის“ სამხატვრო ხელმძღვანელები - მარიამ შაქარაშვილი და ბექა საყვარელიძე. შერჩევის ეს ფორმა და დაგვიანებული ინფორმაცია განაპირობა მსოფლიო პანდემიის ფონზე მიმდინარე მოვლენებმა. გადაწყვეტილების მიღება გვიწევს უმოკლეს ვადებში, სწორედ ამიტომ, გთხოვთ, 24 ივნისამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია. ასევე, გთხოვთ, გააცნობიეროთ ყველა რისკი და შესაძლო შემთხვევა. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა - 24 ივნისი, 00:00 საათი საკონტაქტო ინფორმაცია: shakarashviliart@gmail.com +995 555-98-10-13 2020 წლის 17 ივლისს დრეზდენის საერთაშორისო გამოფენა „კულტურა-სინქრონი“ უმასპინძლებს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგების ნამუშევრებს ფესტივალის „Palais Sommer” ფარგლებში. მონაწილე მხატვრები: ალეკო ადამია - დრეზდენის საერთაშორისო პლენერის, გამოფენა „კულტურა-სინქრონისა“ და სტიპენდიის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორი, მხატვარი. გიორგი გუგუშვილი - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი, მხატვარი. ქეთევან მატაბელი - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე, მხატვარი. დავით ალექსიძე - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, მხატვარი. ოთარ ჩაკვეტაძე - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოადგლე, პროფესორი, მხატვარი. ბექა საყვარელიძე - სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფის ხელმძღვანელი დრეზდენში, გამოფენა „კულტურა-სინქრონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი. მარიამ შაქარაშვილი - დრეზდენის საერთაშორისო გამოფენა „კულტურა-სინქრონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, „ალეკო ადამიას სტიპენდიის“ წარმომადგენელი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი. 2020 წლის 13 აგვისტოს გაიხსნება გამოფენის მეორე ეტაპი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების, მათი პედაგოგების დრეზდენში (ბექა საყვარელიძე და მარიამ შაქარაშვილი) და გერმანელი პროფესიონალი მხატვრების მიერ დრეზდენში შესრულებული ფერწერული ტილოების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 23 აგვისტომდე. |