|
თსსა აკადემიამ მიიღო სტუდენტთა და პერსონალის მობილობების ახალი დაფინანსება ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში (ინფორმაცია ეტაპობრივად განახლდება). ავსტრიის, ლინცის კათოლიკური კერძო უნივერსიტეტი (ახალი პარტნიორი) - Catholic Private University Linz , სრული დაფინანსება 48 840 ევრო: 2-2 აკადემიური პერსონალის გაცვლითი მობილობები, 6 ქართველი სტუდენტისა და 3 ავსტრიელი სტუდენტის მობილობები (ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულება) ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ახალი პარტნიორი)- Salzburg University of Applied Sciences, (სამრეწველო და პროდუქტის დიზაინის მიმართულება - 3D და ვიზუალიზაცია). 3 სტუდენტის მობილობა ზალცბურგში, 1-1 აკადემიური პერსონალის გაცვლითი მობილობა. ავსტრიის, გრაცის JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი
FH | JOANNEUM University of Applied Sciences: 1-1 აკადემიური პერსონალის გაცვლითი მობილობები, 3 ქართველი სტუდენტისა და 1 ავსტრიელი სტუდენტის მობილობები (არქიტექტურის მიმართულება). ახალი მობილობები დაემატა 2020 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრების შეჩერებულ მობილობებს პოლონეთის, შჩეტჩინის ხელოვნების აკადემია - Art Academy of Szczecin, Poland, 1-1აკადემიური პერსონალის გავცლითი მობილობები, 1 სტუდენტის მობილობა შჩეტჩინში (სახვითი ხელოვნების მიმართულება), ესპანეთის, პალმას ხელოვნების უმაღლესი სკოლა - Escola d'Art i Superior de Disseny de les Illes Balears, Palma, Spain, (სახვითი ხელოვნების მიმართულება, 3-3 აკადემიური პერსონალის გაცვლითი მობილობები, 2 ქართველი სტუდენტის პრაქტიკა ესპანეთში. ესპანეთის, ოვიედოს ხელოვნების უმაღლესი სკოლა - Escuela de Arte de Oviedo (სახვითი ხელოვნების მიმართულება. მობილობის დეტალების განხილვა შედგება 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში). პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემია - Academy of Fine Arts in Gdańsk (www.asp.gda.pl), (სახვითი ხელოვნების მიმართულება, 1-1 აკადემიური პერსონალის გაცვლითი მობილობები, 1 ქართველი სტუდენტის გდანსკში) |