|
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების III კურსის სტუდენტებმა - ნიკა ხაბელაშვილმა და ლიზა კვანტალიანმა მოიპოვეს გერმანიის ქალაქ დრეზდენში მოღვაწე ქართველი მხატვრის, "ალეკო ადამიას სტიპენდია". ისინი გაემგზავრებიან დრეზდენში და ჩაერთვებიან საერთაშორისო გამოფენაში "კულტურა-სინქრონი".
|