|
წიგნი გამოცემულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ. წიგნი წარმოაჩენს დიდი ქართველი მეცნიერის, დიმიტრი თუმანიშვილის მრავალწლიანი კვლევისა და ფიქრის შედეგს. ნაშრომი განსაკუთრებით ღირებულია იმით, რომ ქართულ სამეცნიერო სინამდვილეში არ არსებობს მსგავსი სახელოვნებათმცოდნეო და კულტუროლოგიური ანალიზის შემცველი გაბმული ტექსტი XX საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. მასში განხილული და ჩამოყალიბებულია ზოგადად ამ ეპოქის კულტურის განვითარების წინაპირობები და თავისებურებები, ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიული, სოციალური თუ კულტურული კონტექსტები, გაანალიზებულია არაერთი ყურადსაღები მოვლენა, რომლის მომსწრე და მონაწილეც თავად ავტორი იყო. წიგნი 2014-2015 წლებში ბატონი დიმიტრის მიერ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რადიოსათვის გაკეთებული ჩანაწერების ციკლის საფუძველზე შეიქმნა. გამომცემლები შეეცადნენ, მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ საუბრის ავტორისეული მანერა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ტექსტს და მკითხველის მეხსიერებაში აცოცხლებს დიმიტრი თუმანიშვილის საჯარო გამოსვლების სიღრმეს, უშუალობასა და არტისტიზმს.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ჭოღოშვილი, კოორდინატორი: ალექსანდრა გაბუნია. |