ENG


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! რეკომენდაციები კოვიდ 19-თან დაკავშირებით

24 / 07 / 2020

 
რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა (რესპირატორული სიმპტომები/ცხელება), მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების, ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100).

თუ გამოსაცდელს, რომელსაც ექნება მაღალი ტემპერატურა (რესპირატორული სიმპტომები/ცხელება), არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა მოხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და ასევე ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.шаблоны для dle 11.2