|
აბიტურიენტს აქვს უფლება მოითხოვოს ნამუშევრის ხელახალი შეფასება და გავიდეს სააპელაციო კომისიაზე. ამისათვის აბიტურიენტმა 31 ივლისის 10 დან 18.00 სთ-ამდე უნდა მიმართოს თსსა კანცელარიას და თან იქონიოს სააპელაციო თანხის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საპრეტენზიო საბჭო განიხილავს ყველა საჩივარს თანმიმდევრულად. საჩივრების განხილვა დაიწყება 1 აგვისტოს, 11 საათზე. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადახდილი თანხა დაუბრუნდება აბიტურიენტს. აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება 1 აგვისტოს 23:00-ზე თსსა ვებ გვერდზე. საბანკო რეკვიზიტები:: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი - TRESGE22 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708917289 მისამართი: სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ. 22 პასუხისმგებელი პირი ლანა მანაგაძე, ტელ ნომერი: +995 595-908681 გთხოვთ გაითვალისწინოთ ჯანდაცვის რეკომენდაციები. განცხადებების ჩაბარებისას ხდება თერმოსკრინინგის და დეზობარიერის გავლა. დაცულ უნდა იქნას 2მ დისტანცია, შესვლა მოხდება პირბადეებით, რიგითობისა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული რეკომენდაციების დაცვით. |