ENG


გარე მობილობა!

4 / 08 / 2020

 
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში თქვენთვის სასურველ პროგრამაზე 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის საშუალებით გადმოსვლისათვის უნდა გაიაროთ შემდეგი ეტაპები
მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:

სტუდენტი დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; (2020 წლის31 ივლისიდან  19 აგვისტოს 18:00 სთ-მდე  www.students.emis.ge )
მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  მიერ დადგენილ ვადებში (იხ. ვადები www.emis.ge -ზე)
 
მობილობის უფლების დადებითი პასუხის შემთხვევაში სტუდენტმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს თსსა ადმინისტრაციას.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
• განცხადება
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
• პირადობის მოწმობის ასლი;
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
• სტუდენტის სასწავლო ბარათი;
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

შენიშვნა: სახელმწიფო გრანტი მიბმულია სტუდენტზე.
სტუდენს შეუძლია უარი თქვას მობილობაზე ბრძანების გამოცემამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591 016618


ვაკანტური ადგილები და წინაპირობები იხილეთ ასევე თანდართულ ფაილებში:


ბრძანება გარე მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაციისა და გამოცდების ვადების შესახებшаблоны для dle 11.2