ENG


სამაგისტრო პროგრამებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები

12 / 08 / 2020

 
გამოცხადდა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები:

სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა რესგიტრაცია 2020 წლის 10 აგვისტოდან  31 აგვისტოს ჩათვლით:

გამოცდა უცხო ენაში - 2020  წლის 7-8 სექტემბერი;

სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა გამოცდა/გამოცდები სპეციალობაში - 2020 წლის 14-15 სექტემბერი;

გამოცდების შედეგების გამოქვეყნება - 2020 წლის 18 სექტემბერი

სააპელაციო განცხადებების მიღება - 2020 წლის 22-23 სექტემბერი

გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება, მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება და რექტორის ბრძანების გამოცემა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე  2020 წლის 28-29 სექტემბერი

მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე
ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
2 ფოტოსურათი (CD) -ზე ჩაწერილი
სამხედრო აღრიცხვის საბუთი  (ვაჟებისთვის)

დამატებით:
არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა ყველა საჭირო საბუთთან ერთად უნდა წარმოადგინონ: პორტფოლიო, CV, სამოტივაციო წერილი (2 -დან 5 გვერდამდე), დახასიათება (პედაგოგის ან სამუშაო ადგილიდან)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს  +995 595 491 424

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ:
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება, თსსა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდება  2020-2021 

წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის

 

გისურვებთ წარმატებებს!!!

шаблоны для dle 11.2