ENG


თსსა მაგისტრატურის პროგრამებზე ყველა ჩამბარებელთა საყურადღებოდ!!!

24 / 08 / 2020

 
1. სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2020 წლის 7-8 სექტემბერს, გამოცდა იწარმოებს ონლაინ რეჟიმში.
მაგისტრატურის პროგრამებზე ჩაბარების მსურველს თსსა შეუქმნის სპეციალურ ელ.ფოსტას, რომელზეც მას მიეწოდება საგამოცდო ტესტი.
სპეციალური ელ.ფოსტის მისამართი მაგისტრატურის პროგრამებზე ჩაბარების მსურველს მიუვა პერსონალურ, ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ.ფოსტაზე.
უცხო ენის საგამოცდო დრო შეადგენს 2 (ორ) საათს, რის შემდეგ ტესტები დაარქივდება და გადაეცემა უცხო ენის საგამოცდო კომისიას.
2 მაგისტრატურის პროგრამებზე ჩაბარების ყველა მსურველს მინიჭერბული აქვს ინდვიდუალური კოდი, რომელიც კონკურსზე გასვლის თარიღის, ასევე გამოცდის შედეგების იდენტიფიცირების საშუალებაა. ინდივიდუალური კოდი წარმოადგენს თსსა-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველის პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრს, ხოლო ციფრების დამთხვევის შემთხვევაში გამოიყენება ბოლო 5 ციფრი ან/და გვარის პირველი ასო.


რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის მაგისტრატურის პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!!!
რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება ონლაინ, Zoom პლატფორმის გამოყენებით.
გამოცდის ფორმატი:
 1. აპლიკანტი აგზავნის რეფერატს, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის ელექტრონულ მისამართზე, სამი დღით ადრე.
 2. შემფასებელი კომისია წინასწარ ეცნობა რეფერატის ტექსტს.
 3. დისტანციური გამოცდის მიმდინარეობისას აპლიკანტი წარმოადგენს 10-15 წუთიან
 არჩეულ (რეფერატის ) თემაზე პრეზენტაციას, უპასუხებს შემფასებელი კომისიის წევრების კითხვებს.
 4. Zoom პლატფორმის გამოსაყენებლად ლინკს აბიტურიენტები მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე გამოცდის ჩატარებამდე.


მედიახელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩამბარების მსურველთა საყურადღებოდ!!!
მედიახელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის შემოქმედებითი ტური - “კრეატიული ფერწერა” ჩატარდება 14 სექტემბერს სამხატვრო აკადემიაში. მისამართი გრიბოედოვის ქუჩა 22.
სპეციალობის გამოცდა “კომპიუტერული გრაფიკა და კომპოზიცია” ჩატარდება 15 სექტემბერს დისტანციურად - ონლაინ რეჟიმში.


დიზიანის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!!!
დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთთვის გამოცდა კომპოზიციაში ჩატარდება 14 სექტემბერს თსსა-ში. მისამართი გრიბოედოვის ქუჩა 22.
თსსა შიდა გრანტის განაწილების მიზნით დიზაინის ფაკულტეტზე ხატვის გამოცდა  ჩატარდება 10 სექტემბერს თსსა-ში. მისამართი გრიბოედოვის ქუჩა 22.

 დამატებით:
 დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ გამოცდის საფასურის 20 ლარის გადახდის ქვითარი.
 გადახდა უნდა მოხდეს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგი რეკვიზიტების
 მითითებით:
 სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია:
 მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
 მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
 ბანკის კოდი - TRESGE22
 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708917289


სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!!!
 სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება, თსსა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდება  2020-2021
 წლის საგაზაფხულო სემესტრისათვისшаблоны для dle 11.2