|
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საბაკალავრო საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 3 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით. სთ: 10:30 – 17:00 შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. 22 რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი: ● პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი; ● სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი). უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი; ● სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის). ● გადახდის ქვითარი (სრული თანხის 50% - 1125 ლარი) ● 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD). პირველკურსელებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი: ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება. სასწავლო პროცესი პირველკურსელთათვის დაიწყება 2020 წლის 1 ოქტომბერს. პირველკურსელთა სიები შიდა დაფინანსებით გამოქვეყნდება 3 სექტემბერს სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები: (ნებისმიერი ბანკიდან!) სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22 მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289 |