ENG


სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

8 / 09 / 2020

 
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საბაკალავრო
საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია გახანგძლივდა და შესაძლებელია 2020 წლის 15 სექტემბრამდე! 

გარდა ამისა, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალსწინებით, შეიცვალა თანხის გადახდის პრინციპი და სტუდენტების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის, ის გაიყოფა ოთხ ნაწილად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირველადი შენატანი აუცილებლად უნდა შეადგენდეს პირველი სემესტრის თანხის ნახევარს, ანუ წლიურად გადასახი მთლიანი თანხის მეოთხედს! 
რეგისტრაციის დრო - 10:30 – 17:00 საათები 
მისამართი - ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. 22
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი 
● პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის
მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
● სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი).
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
● სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის)
● გადახდის ქვითარი 
● 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD)
პირველკურსელებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი:
ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის
ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება. 

სასწავლო პროცესი დაიწყება 1 ოქტომბერს

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები:
(ნებისმიერი ბანკიდან)
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289
გისურვებთ წარმატებას! 
шаблоны для dle 11.2