|
პროექტი: "კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია" საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის დაარსებიდან 5 წლის თავზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, 2020 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი 2020", მარი სკლოდოვსკა-კიურის და მის მიერ მიერ წარდგენილმა საგრანტო პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” პროგრამაში გაიმარჯვება მოიპოვა. პროექტის სახელწოდება - "კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია" - ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით "მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა - ჯარისკაცები" არის ინსპირირებული. ფერით დანახული მეცნიერება: კონკურსი "კაპიტანი" გაძლევთ შესაძლებლობას, მხატვრულ ნამუშევარში გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება მეცნიერებისადმი. კონკურსი გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები გამარჯვებული ნახატები/ნამუშევრები გადაეცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ევროკომისიას. კონკურსში მონაწილეობისთვის არსებულ საკონკურსო პირობებს და სხვა დეტალურ ინფორმაციას გაეცანით თანდართულ PDF ფაილში საკონტაქტო პირი - ანა მიქელაძე: 599 222 012 პროექტს "მეცნიერება კაპიტანია" დაფინანსება მიღებული აქვს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი 2020"-ის საგრანტო ხელშეკრულების № 955373 ფარგლებში. |