ENG


კონკურსი სტუდენტებისთვის! ...

13 / 10 / 2020

 
პროექტი: "კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია"

საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის დაარსებიდან 5 წლის თავზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ მარი სკლოდოვსკა-კიურის და მის მიერ წარდგენილმა საგრანტო პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვება მოიპოვა. პროექტის სახელწოდება "კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია" - ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით "მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა - ჯარისკაცები" არის ინსპირირებული
სამინისტრომ გამოყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება "ევროკავშირის კუთხეების კონტექსტში, ევროპული სამეცნიერო სივრცეები". აღნიშნული სივრცეების ერთ კედელზე განთავსდება სამეცნიერო თემატიკაზე - კედელზე შესრულებული ნახატი. კედლის ნახატი ასევე უნდა შეიცავდეს ევროკავშირის, მარი სკლოდოვსკა-კიურის სიმბოლიკებს და "მეცნიერება კაპიტანია" პროექტის შინაარსის კომპონენტებს. აღნიშნულ სივრცეებში კედლის ნახატის რვა  ესკიზის შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი და ახალციხე)

ფერით დანახული მეცნიერება:
კონკურსი "კაპიტანი" გაძლევთ შესაძლებლობას, წარმოადგინოთ ესკიზი/ესკიზები სამეცნიერო თემატიკაზე. ის ასევე უნდა შეიცავდეს ევროკავშირის, მარი სკლოდოვსკა-კიურის სიმბოლიკებს და „მეცნიერება კაპიტანია” პროექტის შინაარსის კომპონენტებს.

კონკურსში მონაწილეობის ყველა პირობას და დეტალებს გაეცანით თანდართულ PDF ფაილში

საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე - 599 222 012


პროექტს "მეცნიერება კაპიტანია" დაფინანსება მიღებული აქვს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი 2020"-ის საგრანტო ხელშეკრულების № 955373 ფარგლებში.шаблоны для dle 11.2