|
თსსა აკადემიის მიერ, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მიღებული, სტუდენტთა მობილობების 2020 წ. ახალი დაფინანსების შესაბამისად, თსსა ზოგიერთმა პარტნიორმა უნივერსიტეტმა გამოთქვა სურვილი გაგრძელდეს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა პანდემიური სიტუაციის მიუხედავად (თუმცა პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით და დაცვით). გთხოვთ იხილოთ პარტნიორი უნივერსიტეტებია, სადაც ფაკულტეტების მიერ ჩატარებული შერჩევის შედეგად შედგა სტუდენტების ნომინირება, დაიგეგმა მობილობები 2021 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, გაზაფხულზე, ერასმუს მობილობით, თსსა სტუდენტები გაემგზავრებიან შემდეგ უნივერსიტეტებში:
თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის, ERNST MACH-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების 2-სემესტრიანი მობილობა შედგება ავსტრიაში, გრაცის FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - FH JOANNEUM University of Applied Sciences. სტუდენტის ერთსემესტრიანი მობილობა ჩეხეთის, ოსტრავას უნივერსიტეტიდან - University of Ostrava, Czech Republic, www.osu.eu , ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. სტუდენტების ერთსემესტრიანი მობილობა თსსა მოდის დიზაინის და ტექსტილის დიზაინის მიმართულებაზე, შვეიცარიის, ჟენევის ხელოვნებისა და დიზინის უნივერსიტეტიდან - Geneva University of Art and Design, ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. |