|
![]() პროექტი ითვალისწინებს საქართველოს 8 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში "ევროკავშირის კუთხეების" - ევროპული სამეცნიერო სივრცეების მოწყობას, რომელთა ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს მეცნიერების თემატიკასთან დაკავშირებული, კედელზე შესრულებული ნახატი. კედლის ნახატების შესარჩევად ცხადდება კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ევროპული სამეცნიერო სივრცის კედლებზე დასატანი ნახატების კონცეფციისა და ვიზუალის შექმნასა და შერჩევას. გამარჯვებული ესკიზის (ესკიზების) ავტორს გადაეცემა ჯილდო 1500 ლარის ოდენობით (თითო ესკიზისთვის.) სამეცნიერო თემატიკაზე ესკიზების კონკურსის ადმინისტრირებას განახორციელებს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ჩართულობით. კონკურსის პირობები სრულად იხილეთ ამ PDF ფაილიში კონკურსში მონაწილეობის განაცხადი იხილეთ ამ PDF ფაილიში ესკიზების კონკურსი "მეცნიერება კაპიტანია"-ს ლოგო საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე - 599 222 012 პროექტს "მეცნიერება კაპიტანია" დაფინანსება მიღებული აქვს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი 2020" საგრანტო ხელშეკრულების No: 955373 ფარგლებში |