ENG


ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი

18 / 11 / 2020

 
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, 2020/2021 წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის (შესაძლოა   მობილობა 2021 წლის შედგეს შემოდგომის სემესტრში, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე) პოლონეთის, გდანსკის  სახვითი ხელოვნების აკადემიაში - Academy of Fine Arts in Gdańsk   
 
გთხოვთ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
  • პორტფოლიო, 
  • CV,  
  • მოტივაციის წერილი
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ (ან სერტიფიკატი  B1 ან B2, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დედლაინი: 18 ნოემბერი, 2020

(მობილობის განხორციელება დაგეგმილია პოლონეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით)
шаблоны для dle 11.2