ENG


ჰიბრიდული გამოფენა “მეხსიერების კავშირი”.

23 / 12 / 2020

 
სამხატვრო აკადემია თავისი არსებობის განმავლობაში, კავკასიაში ერთ-ერთ გამორჩეულ სასწავლებელს წარმოადენგენს, სადაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სახელოვნებო პროცესები. აკადემიის რექტორები, რომლებიც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ სამხატვრო აკადემიას, თავადაც იყვნენ აქტიურად მომუშავე მოღვაწეები და სახელოვნებო პროცესების მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. მათ შემოქმედებაში აისახა არაერთი ეპოქის ტენდენციები. მათი ნამუშევრების ერთ სივრცეში წარმოდგენით მაყურებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა - ქრონოლოგიურად დაათვალიეროს რექტორთა ნამუშევრები და შემოქმედებითი პროცესი, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებით ასპექტში
გამოფენის მიზანია ამ კულტურული მეხსიერების გაცოცხლება, არტეფაქტების მოძიება და ერთ სივრცეში - სხვადასხვა მედიუმის სახით წარმოდგენა. რექტორთა ნამუშევრების გამოფენით თითქოს ახალი კონტექსტი იბადება და ამ მხატვრების კვლევის საქმეში ახალი კონტურები იკვეთება
გამოფენის კონვერტირება გულისხმობს, როგორც კონტაქტური ნიმუშების წარმოდგენას საარქივო მასალიდან, ასევე გაციფრულებულ ვერსიებსაც. შექმნილი სიტუაციის გამო ვერ მოხერხდა კონტაქტური ნამუშევრების სრული წარმოდგენა, მაგრამ ეს არის ერთგვარი პროლოგი, რომელიც წინ უსწრებს აკადემიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ აქტივობებს.
გამოფენის ლაივი გადმოიცემა გვერდზე „მეხსიერების კავშირი“. მეტი დეტალი იხილეთ თანდართულ ბმულზე
გამოფენის კურატორი Nino Gujabidze მეხსიერების კავშირი Connections of Memoryшаблоны для dle 11.2